Wednesday, April 20, 2016

                                                                 რეფლექსია
 ტრენინგის მე-9 დღე ძალიან საინტერესო იყო, ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ  ჩვენს მიერ შექმნილი პორტფოლიოები , განვიხილეთ და შევაფასეთ ნამუშევრები, ერთმანეთს ვაძლევდით რეკომენდაციებს.
 საერთოდ ტრენინგი იყო ძალიან პროდუქტიული, გავიუმჯობესე ისტ ტექნოლოგიების ფლობის უნარ-ჩვევები, ვისწავლე პროექტებით სწავლება. მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს.
                                                                რეფლექსია
ტრენინგის მე-8 დღეც შრომატევადი და საინტერესო იყო. განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების საშულებით, ასევე შევისწავლეთ თუ როგორ აგვეტვირთა ჩვენი ნაშრომი დრაივზე ჩვენს პორტფოლიოში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ეფექტური ფასილიტაციისათვის აუცილებელია სხვადასხვა ნიმუშების მიწოდება მოსწავლეებისთვის. 

Friday, April 15, 2016

                                                              რეფლექსია

 ტრენინგის მე-7 დღე საინტერესო და შრომატევადი იყო, თავდაპირველად განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და ტრენერისგან მივიღეთ ეფექტური უკუკავშირი, გავეცანი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას, გავიხსენეთ  გარდნერისა და  ბლუმის მატრიცა, ვისწავლეთ ბლოგის ფონის, ჩანართების შექმნა. მიღებული ცოდნა დაგვეხმარება მოსწავლეთა საჭიროებების, ცოდნის დონისა და მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.

Wednesday, April 13, 2016

                                                                  რეფლექსია
 ტრენინგის მე-6 დღეც საინტერესო იყო, ვისწავლე  პროექტების შეფასების რუბრიკის შედგენა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესაბამისად, PPT პროგრამაში სურათის და ვიდეოს ჩასმა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტის უკუკავშირი (რეკომენდაციებს გავითვალისწინებ), მიღებულ ცოდნას (ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევები)  გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში და საგაკვეთილო პროცესიც უფრო ეფექტური გახდება.

Sunday, April 10, 2016

                                                       რეფლექსია

 ტრენინგის მე-5 დღეც  საინტერესო იყო, მოვირგე მოსწავლის როლი და შევასრულე სამუშაო ppt პროგრამის გამოყენებით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოსწავლეებისთვის დავალების მიცემამდე უნდა დავფიქრდე, რა სამუშაოს ვაძლევ, რა წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები გააჩნიათ, რა სირთულეები შეიძლება შეხვდეთ და ა.შ. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში.

Friday, April 8, 2016

                                                                რეფლექსია

 ტრენინგის მე-4 დღე საინტერესო იყო, კიდევ ერთი წარმატებული  ნაბიჯი გადავდგით პროექტებით სწავლებაში. ვისწავლე პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, განხორციელებამდე და დასრულებისას რა მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენო, ასევე მიზნების შესაბამისობა შეფასების ხუთ მიზანთან. ძალიან საინტერესო იყო სოციალურ ქსელში ონლაინ კოლაბორაციის გამოყენება . ვფიქრობ ,რომ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს სასაწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას.

Sunday, April 3, 2016

                                                                   რეფლექსია-3

ტრენინგის მე-3 დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი. ვისწავლე სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა,კერძოდ პროექტის თემის კავშირი სტანდარტთან, სტანდარტიდან გამომდინარე მიზნის ჩამოყალიბება, პროექტის ზოგადი აღწერილობის შედგენა, ასევე ვისწავლე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა, კერძოდ თუ როგორ უნდა შევადგინო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტულ საქმიანობაში,რაც აამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.